"ქართული ოცნების" წევრი და მეუღლე ერთადერთ შემოსავალს გორის საკრებულოდან იღებენ

მარტი 01 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ქართული ოცნების" წევრმა ზაქარია მებადურმა და მისმა მეუღლე როზა ხარატიშვილმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან, ერთ წელში, შრომითი ანაზღაურებების სახით, 34 000 ლარზე მეტი მიიღეს.

გორის საკრებულოს წევრის ზაქარია მებადურის მეუღლე საკრებულოში მუშაობს - როზა ხარატიშვილი კომისიის ექსპერტ- კონსულტანტია.

საკრებულოს წევრის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მეუღლეების ერთადერთი შემოსავალი გასულ წელს საკრებულოდან მიღებული ხელფასები იყო.

ზაქარია მებადურმა, როგორც ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარემ, ხელფასის სახით 23 755 ლარი მიიღო. ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც საკრებულოს კომისიის ექპერტ-კონსულტანტმა  - 10 734 ლარი.

Read 585 times Last modified on Last modified on მარტი 01 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი