ფულადი ჯილდო ენმ - სგან ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემაც მიიღო

მარტი 01 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილისა ჯაბახიძემ პარტიისგან 5400 ლარის ოდენობით გასულ წელს ჯილდო მიიღო.

ამის შესახებ მის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული. 

აღნიშნული ჯილდო ფრაქციის თავმჯდომარემაც მიიღო, განსხვავებით ფრაქციის მესამე წევრისგან. ირმა ამბარდნიშვილი ამბობს, რომ მას პარტიისგან თანხა არ ჩარიცხვია.

ამავე თემაზე: გორის საკრებულოს წევრი: პარტიიდან მიიღებული ჯილდო მანქანის შეძენას მოვახმარე

რაც შეეხება ვასილისა ჯაბახიძის სხვა შემოსავლებს, გასულ წელს მას სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან 8000 ლარი უფიქსირდება. თანამდებობრივმა სარგომ კი ერთი წლის განმავლოაბაში 13 380 ლარი შეადგინა. სწავლისთვის კი დეპუტატმა 2500 ლარი გადაიხადა.

Read 418 times Last modified on Last modified on მარტი 01 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი