Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 01 მარტი 2019 11:57

ახალხიზის სკოლას 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელი მიენიჭება

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალხიზის საჯარო სკოლას ოლეგ ჭონიშვილის სახელი მიენიჭება. 

შესაბამისი თხოვნით, სკოლის დირექტორმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა.

ინფორმაციისთვის, ოლეგ ჭონიშვილი 2008 წლის ომში დაიღუპა. კაპრალი სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ახალხიზის სკოლისთვის ოლეგ ჭონიშვილის სახელის მინიჭების საკითხზე 11 მარტს ჩანიშნულ სხდომაზე იმსჯელებს.

Read 862 times