Print this page
პარასკევი, 01 მარტი 2019 11:35

გორის მერიას უსტატუსო გაჭირვებული ოჯახების დახმარება სურს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში საკრებულომ ცვლილებების შეტანის საკითხზე ბიუროს სხდომაზე იმსჯელა. 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარლენ ნადირაძის თქმით, დადგენილებაში დამატებითი მუხლი დაემატება, რომელიც მერიას საშუალებას მისცემს გაჭირვებულ მოქალაქეებს ერთჯერადად დაეხმაროს. 

“ეს მუხლი ითვალისწინებს ისეთი გაჭირვებული მოქალაქეების დახმარებას, რომლებსაც ოფიციალურად არა აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, თუმცა ფაქტობრივი მდგომარეობით ეკონომიურად უჭირთ", - ამბობს მარლენ ნადირაძე.

მარლენ ნადირაძეს მიაჩნია, რომ ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს ერთჯერადი დახმარება უნდა გაეწიოთ, დასახვეწია.

"აქ ლაპარაკი იყო კრიტერიუმებზე, საფუძველი რა უნდა გახდეს ასეთი ადამიანების გამოვლენისა და ამაში ჩართული უნდა იყოს თუ არა კომისიური წესით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს რამდენიმე სამსახურის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრების მონაწილეობა არ მონაწილეობაზე იყო ლაპარაკი. მე მქონდა შენიშვნა, რომ უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო და დაკონკრეტებული ეს კრიტერიუმები და იმედია, სამომავლოდ გაითვალისწინებენ. ცვლილების მიხედვით, საჭიროების მქონე მოქალაქეზე თანხა საკრებულოს დეპუტატის ხელმოწერის შემდეგ უნდა გაიცეს, თუმცა მგონია, რომ ეს შესაძლოა არჩევნების პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაითვალოს, ამიტომ ამ მხრივ ეს მუხლი დასახვეწია“, - გვითხრა ნადირაძემ.

Read 825 times Last modified on პარასკევი, 01 მარტი 2019 11:43