Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 01 მარტი 2019 11:21

ენმ: გორში, წმინდაწყლის დასახლება ჩერნობილს ჰგავს

Rate this item
(0 votes)

გორში, წმინდაწყლის დასახლება ჩერნობილს ჰგავს, - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბექა ქორჩილავა. 

მისი თქმით, წლებია, წმინდაწყლის დასახლებაში, საავადმყოფოს ყოფილი შენობა ჩამონგრეულია და მის რეაბილიტაციაზე არავინ ზრუნავს. 

"გორში წმინდაწყლის დასახლება "ქართულმა ოცნებამ" ჩერნობილს დაამსგავსა. წლებია, წმინდაწყლის დასახლებაში საავადმყოფოს ყოფილი შენობა ჩამონგრეულ-ჩამოქცეულია. ეს არის "ქართული ოცნების" რეალური სახე, თუ როგორ არ შესწევთ ძალა დაწყებული პროექტები ხარისხიანად და ჯეროვნად შეასრულონ. წლებია,  პრობლემა პრობლემად რჩება - უსახური, დანგრეული შენობა მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. საინტერესოა, რას ფიქრობს ქალაქის მერი, მანქანის  დაბურული შუშიდან არ ჩანს პრობლემა?", - ამბობს ბექა ქორჩილავა. 

ჩერნობილ წმინდაწყალი ბექა

ჩერნობილ წმინდაწყალი ქვედა ხედი

ინფორმაციისთვის, შენობას, რომელიც 2014 წელს ჩამოინგრა, დაცვის პოლიცია იცავს, რისთვისაც უკვე ოთხი წელია, ბიუჯეტიდან თანხა ყოველთვიურად იხარჯება. ამ შენობაში 2014 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახლება იგეგმებოდა. 

Read 2102 times