"ქართული ოცნების" წევრი ენმ-ს დეპუტატებს საკუთარ შვილებთან ინტელექტუალურ შეჯიბრში იწვევს

თებერვალი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სამი შვილი მყავს, ნებისმიერ მათგანს შეეჯიბრნონ ენმ-ს დეპუტატები რომელ საგანშიც უნდათ, - უთხრა რადიო "მოზაიკას" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ზაქარია მებადურმა.

 

მებადური ფიქრობს, რომ ვასილისა ჯაბახიძე და ბექა ქორჩილავა მის შვილებს აკრიტიკებენ მაშინ, როცა მისივე თქმით, განვითარების დონით მის შვილებს ბევრად ჩამოუვარდებიან.

"ბექა ქორჩილავას და ვასილისა ჯაბახიძეს ვიწვევ, დასხდნენ ჩემ შვილებთან ერთად და შეეჯიბრონ თუნდაც მათემატიკაში, თუნდაც ისტორიაში შეეჯიბრონ ერთი, რომელი აჯობებს,  ვნახავთ. მერე მიხვდებიან, ვინ უნდა აკრიტიკონ. ჯერ თავისი განვითარების დონე აჩვენონ საზოგადოებას და სხვების შვილებზე ისე ისაუბრონ. ბექა ქორჩილავას კითხეთ, თუ იცის თავის სახლთან რომ ეკლესიაა ვისი სახელობისაა. ასეთი მარტივი ინფორმაციებიც არ გააჩნიათ", -ამბობს ზაქარია მებადური.

Read 849 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი