სანაკოევი: 2018 წელს ცხინვალიდან სამკურნალოდ გადმოსულთა რიცხვი შემცირებულია

თებერვალი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ცხინვალის რეგიონიდან ქართულ კლინიკებში სამკურნალოდ გადმოსული პაციენტების რიცხვმა 2018 წელს 464 შეადგინა, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიაწოდა.

დიმიტრი სანაკოევის განცხადებით, მომართვიანობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა მხრიდან წელს უკვე აქტიურად შესამჩნევია, თუმცა ბოლო პერიოდში, ამ კატეგორიის პაციენტთა მთლიანი მაჩვენებელი შემცირებულია. 

"მხოლოდ ცხინვალის რეგიონიდან 2018 წელს, 464 პაციენტი გადმოვიდა სამკურნალოდ ქართულ მხარეს მდებარე კლინიკებში. 2017 წელს ეს რაოდენობა უფრო მეტს შეადგენდა. როგორც მახსოვს, 600-მდე იყო ორი წლის წინ. გასულ წელს კი თითქმის 200-ითაა შემცირებული ეს რიცხვი. მიმიდინარე წელს კი აქტიურობა შეინიშნება, თუმცა როგორი სიხშირით გაგრძელდება მათი ვიზიტები წლის განმავლობაში, ბუნებრივია ჯერ ამის პროგნოზი რთულია. ეს ყველაფერი მოგეხსენებათ ბევრ გარემოებაზეა დამოიკიდებული", - აცხადებს დიმიტრი სანაკოევი.

სახელმწიფო რეფერალური პროგრამით, 2014-2017 წლებში ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსულმა 2 650 პაციენტმა ისარგებლა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2014-2017 წლებში 8 098 077 ლარი დაიხარჯა.

Read 313 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი