Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 16 თებერვალი 2018 17:22

გამოხმაურებები მერის წარმომადგენელთა ხელფასის ცვლილებაზე

Rate this item
(0 votes)

 

ავტორი: ხატია მუმლაძე

სოფელ ხელთუბნის წარმომადგენელი კობა ქარელიშვილი მიმდინარე თვის ხელფას მომდევნო კვირაში ელოდება.  ამბობს, რომ ზუსტი ოდენობა მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა იცის, რომ იანვრის თვესთან შედარებით, თებერვლის ბოლოს შედარებით ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებს.

მერიაში სკრის ადმინისტრაციული ერთეულის  წარმოადგენელი ილია ოქროშიაშვილი მიიჩნევს, რომ ხელფასი მისი ფუნქცია-მოვალეობის შესაბამისია.


ნაციონალური მოძრაობის წევრი ბექა ქორჩილავა ამბობს, რომ წარმომადგენლებს მერიამ ხელფასები დააკლო. ის ამ ფაქტს მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასების მატებას უკავშირებს.

საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის ინფორმაციით, წარმომადგენლებს ხელფასები  რანგის მიხედვით შეეცვალათ. მარლენ ნადირაძის თქმით, ცვლილების შედეგად, ადმინისტრაციული ერთეულების სტატუსშეცვლილი რწმუნებულების  ხელფასები მცირედით დაკორექტირდა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების ხელფასების შეცვლის დადგენილება გასულ კვირას მიიღო.  გადაწყვეტილების მიხედვით, მუნიციპალიტეტის პირველი პირის წარმომადგელები შტატიან საჯარო მოხელეების რანგში გააგრძელებენ მუშაობას.  

 

Read 2188 times Last modified on პარასკევი, 16 თებერვალი 2018 18:40