ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბინის რემონტსა და ავეჯში 4710 ლარი დახარჯა

თებერვალი 26 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, მიხეილ გოგინაშვილმა, რომელიც ამავე დროს ფრაქციის "ქართული ოცნება" თავმჯდომარეა, გასული წლის მონაცემებით ქონებრივი დეკლარაცია შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, საკრებულოს დეპუტატს 2017 წელს, 64 000 $-ად თბილისში ბინა აქვს შეძენილი, გასულ წელს კი 1700 ლარი ავეჯის შეძენისთვის,  3010 ლარი კი რემონტისთვის დახარჯა. აქედან მეუღლის წილი რემონტისთვის თავდაპირველად 1510, შემდეგ კი 1500 ლარით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს შევსებული დეკლარაციისგან განსხვავებით, ამჟამინდელ დოკუმენტში მიხეილ გოგინაშვილის საცხოვრებელ მისამართზე მეუღლე, ნელი ბეგიაშვილი აღარ ფიქსირდება.

Read 1261 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი