გორის მერი, ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისთვის დააჯილდოვეს

თებერვალი 26 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართვით წარმართვის პრაქტიკით, გორის მუნიციპალიტეტი საქართველოს საუკეთესო 8 მუნიციპალიტეტს შორის მოხვდა.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, პროექტის N4ED ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსში გორის მუნიციპალიტეტი 24 ნომინანტ მუნიციპალიტეტს შორის გამოარჩია. 

"მონაწილეობითი ბიუჯეტის დანერგვის აღნიშნული პრაქტიკით გორის მუნიციპალიტეტმა შეძლო კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ბიუჯეტის მოქალაქეთა ინიციატივების მაქსიმალური გათვალისწინებით დაგეგმვა.
პროგრამის განხორციელების საწყის ეტაპზე, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტისთვის 2 800 000 ლარი განისაზღვრა;
მუნიციპალიტეტის 33 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დაიყო 28 ზონად; თითოეულში მოსახლეობისთვის ჩატარდა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა."-განმარტავენ მერიაში. 

უწყების ინფორმაციით, საპროექტო ინიციატივებისთვის დარიგდა განაცხადების ფორმა; ერთი თვის განმავლობაში 167 განაცხადი დარეგისტრირდა. გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილმა „სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭომ“ თითოეული ინიციატივა  განიხილა. ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებელთათვს საბოლოოდ, გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში 74 ინიციატივა გაითვალისწინეს.

შეგახსენებთ, სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ინიციატორი პოლონური საერთაშორისო ორგანიზაციაა. 

Read 355 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი