რატომ იყენებენ ჟურნალისტები დანაშულების გაშუქებისას ინიციალებს

თებერვალი 26 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მედიაექსპერტი ნინო დანელია თვლის, მედიამ, დანაშაულების გაშუქებისას, არ უნდა გაამჟღავნოს ეჭვმიტანილის სახელი, გვარი თუ სხვა პერსონალური მონაცემები.

მისი თქმით, ჟურნალისტმა უნდა დაიცვას ადამიანის პირადი ინფორმაცია, რადგან პირად სივრცეში შეჭრის უფლება არავის აქვს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მედია წერს არასრულწლოვანზე ან დამნაშავეზე, არ იყოს იდენტიფიცირებული მისი არც სახელი, გვარი და არც გარეგნული ნიშნები და საცხოვრებელი სახლი, მოკლედ ყველაფერი, რითაც შეიძლება მსმენელი ან მკითხველი მიხვდეს, თუ ვინაა ეს ადამიანი. მთავარი ინფორმაციაში არის მიზანი. ინფორმაციის მიზანი კი არის საჯარო სიკეთე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება ჩვენ გარშემო და ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს უნდა ვეცადოთ დავიცვათ ადამიანების პირადი ინფორმაცია. პირად სივრცეში შეჭრის უფლება არავის არ აქვს".

ნინო დანელიას აზრით, ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს რეაბილიტაციის საშუალება. წარსულში ჩადენილი დანაშაულების ფართო საზოგადოებაში გავრცელებამ კი შეიძლება კონკრეტულ პიროვნებას შემდეგ ცხოვრება გაურთულოს.

"როდესაც ეს ადამიანი, განსაკუთრებით არასრულწლოვანი, მოიხდის სასჯელს და დაუბრუნდება ჩვეულებრივ ცხოვრებას, მას არ უნდა მოჰყვებოდეს "შლეიფად" ეს დანაშაული და მას უნდა ჰქონდეს რეაბილიტრების საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივია, როდესაც ადამიანი ჩადის დანაშაულს და ისჯება, შეიძლება იცოდეს მისმა სამეზობლომ, ახლობლებმა, მაგრამ არ იცოდეს ფართო საზოგადოებამ. ინიციალებით მოხსენიება უფრო მეტად იცავს მას, ნაკლებ ზიანს აყენებს და უფრო მეტ საშუალებას აძლევს სამომავალოდ შეძლოს ცხოვრების სრულფასოვნად გაგრძელება", - აცხადებს ნინო დანელია.

ნინო დანელიამ გორის დემოკრატიის სკოლის მსმენელებისთვის ლექცია ჩაატარა. ლექციის თემა "მედია და დემოკრატია" იყო.

Read 450 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი