2019 წლის იანვარში ჯილდო გორის მერიის 5-მა თანამშრომელმა მიიღო

თებერვალი 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2019 წლის დასაწყისში, გორის მერიაში ხუთი თანამშრომელი წაახალისეს.

ჯილდოს სახით თანხა მათ იანვარში მიიღეს. მერიის ინფორმაციით, ეს ის თანამშრომლები არიან, რომლებიც დეკემბერში ჯილდოს გაცემისას დეკრეტში იმყოფებოდნენ.

"როგორც სხვა დანარჩენებმა მივიღეთ, დეკემბერში შეფასების შედეგად ჯილდოები, ასევე გადაეცათ ამ თანამშრომლებს, უბრალოდ ესენი, იმ დროს იყვნენ დეკრეტში და ტექნიკურად დეკემბრის მაგივრად ჩაერიცხათ ჯილდო იანვარში".-აღნიშნავენ მერიაში. 

შეგახსენებთ, 2018 წლის ბოლოს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ჯილდოს სახით, 161 385 ლარი გაიცა. საახალწლოდ თანხა მიიღეს, მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა, ყოფილმა ვიცე მერმა, გელა კაპანაძემ, რვა სამსახურის უფროსმა და სხვა თანამშრომლებმა.

Read 695 times Last modified on Last modified on თებერვალი 25 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი