2017 წელს გორის მუნიციპალიტეტში 35 შემაკავებელი ორდერი გაიცა
2017 წელს გორსა და გორის მუნიციპალიტეტში 35 შემაკავებელი ორდერი დაიწერა - ეს ინფორმაცია რადიო „მოზაიკამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღო.
კანონის თანახმად, „შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები“.
შემაკავებელ ორდერს გამოცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი. ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით. ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორის მერიამ რესტორნებით 10 თვეში 21-ჯერ ისარგებლა
- 2019 წელს გორის მერიამ საზღვარგარეთ მივლინებისთვის 8000 ლარზე მეტი დახარჯა
- გორის მერიაში 2020 წელს 4 900 ლარის წყალს დალევენ
- ჰოსპიტალი: პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შსს გაავრცელებს
- გორში ავარიის შედეგად პოლიციის თანამშრომელი დაშავდა