გორელი ახალგაზრდები ბაკურიანში ქურდობის ფაქტზე ამხილეს

თებერვალი 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დაბა ბაკურიანში მაღაზიები, სილამაზის სალონი და სანოტარო ბიურო გატეხეს,  ერთ-ერთი სასტუმროდან კი სათამაშო აპარატები მოიპარეს. 

შსს-მ დანაშაულის ჩადენაში 5 პირი ამხილა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი გორელია. პოლიციის ინფორმაციით, მათ ასევე სცადეს მეორე სანოტარო ბიუროს გაქურდვაც.

შს სამინისტროს ცნობით, დანაშაულში მხილებულნი არიან: 2002 წელს დაბადებული ა. მ., 2005 წელს დაბადებული გ. თ., 2006 წელს დაბადებული ლ. კ. და 2004 წელს დაბადებული ნ. მ. 

ხუთივე არასრულწლოვანი ქურდობის 9-ვე ფაქტს აღიარებს. 

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ნაქურდალი ნივთები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Read 1370 times Last modified on Last modified on თებერვალი 25 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი