ქარისგან დაზიანებულ შენობებს სამხარეო ადმინისტრაცია აღრიცხავს

თებერვალი 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დღის განმავლობაში ძლიერმა ქარმა, გორის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ობიექტი დააზიანა, შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის მიხედვით, ქარმა დღეს გორში სახურავი გადახადა სასტუმრო "ქართლის" შენობას და სოფელ შავშვებში, კერძო მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ დაკეტილ შენობას. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სამხარეო ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ შიდა ქართლის გუბერნია რეგიონში ქარისგან დაზიანებული შენობების აღრიცხვა-მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. უწყების ინფორმაციით, პროცესში პირადაა ჩართული გუბერნატორის მოადგილე, სიმონ გულედანი. 

"შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაცია, მერიების ყველა შესაბამის სამსახურთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფებთან ერთად, მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. რეგიონში ძლიერი ქარისგან გამოწვეული შედეგების შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებადია. ამასთანავე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების დახმარებით, ვატარებთ პრევენციულ ღონისძიებებსაც იქ, სადაც ამის საჭიროება გვაქვს. ამინდის გაუმჯობესებისთანავე, ადგილობრივი ხელისუფლება დაზიანებული ობიექტების აღდგენით სამუშაოებს დაუყოვნებლივ დაიწყებს. ამ პროცესში ინტენსიურად ჩაერთვება შიდა ქართლის რწმუნებულის აპარატიც იმისთვის, რომ უმოკლეს დროში მოხდეს ძლიერი ქარით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია", - განაცხადა შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილემ, სიმონ გულედანმა.

Read 226 times Last modified on Last modified on თებერვალი 20 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი