Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 18 თებერვალი 2019 12:44

"გიორგი კანდელაკი - ვესტა" გორის საბავშვო ბაღებს საკანცელარიო ნივთებით მოამარაგებს

Rate this item
(0 votes)

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ საკანცელარიო ნივთების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.

ტენდერში ინდმეწარმე "გიორგი კანდელაკი-ვესტამ" უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ამ ეტაპზე მასთან სააგენტო შესაბამის ხელშეკრულებას აფორმებს.

მომსახურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 41 945 ლარი დაიხარჯბა - საკანცელარიო ნივთებს შორისაა პლასტენილი, წებო, ფერადი ქაღალდები, მაკრატელი, სტეპლერი, ფერადი ფანქრები და ა.შ. შესაძენი ნივთების რაოდენობა 50-დან 4000-მდე მერყეობს.

რამდენიმე კვირის წინ, ბაღის პედაგოგები ამბობდნენ, რომ საკანცელარიო ნივთები, ტენდერის დაგვიანების გამო, სახლიდან მიჰქონდათ, რადგან წინა წელს შეძენილი მარაგი ამოწურული იყო.

Read 1605 times