თავისუფალი დემოკრატების წევრს 3 თვიანი ხელშეკრულებით დასაქმება შესთავაზეს

თებერვალი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 

სამი თვით იმავე სამსახურში დასაქმებაზე, საიდანაც გასულ წელს გაათავისუფლეს ლიზა ყაზიშვილი არ თანხმდება. ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ეს შეთავაზება გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოდან მორიგ სასამართლო პროცესამდე ორი დღით ადრე მიიღო.

ყაზიშვილი განმარტავს, რომ ამ ქმედებას, რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ახალ გაერთიანებას, სასამართლოს მიერ წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ავალდებულებდა. მორიგების აღსრულება, სააგენტოს მხრიდან, როგორც ყაზიშვილი ამბობს, მის დროებით გაჩუმებას ითვალისწინებდა.

კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ნადიბაიძე კი განმარტავს, რომ მისი სამსახური კანონის ფარგლებში მოქმედებს, თუმცა შეთავაზებაზე ყაზიშვილისგან ამჯერადაც უარი მიიღო. კულტურის ცენტრის ყოფილი თანამშრომელი გასულ წელს, ფიზიკის სექციის კოორდინატორის დანიშვნასაც არ დათანხმდა, რადგან ამ ნაბიჯს მისი უფლებების სრულად აღდგენად არ თვლიდა. ამ დროისთვის აღნიშნულ სააგენტოში ყაზიშვილისთვის, მის ყოფილ თანამდებობასთან მიახლოებულ პოზიციას განიხილავენ, თუმცა მხოლოდ 3 თვიანი ვადით.

ლიზა ყაზიშვილი სამსახურიდან გასული წლის მაისში გაათავისუფლეს. მისი ინფორმაციით, რეორგანიზაციის პროცესში ხელმძღვანელმა გიორგი ნადიბაიძემ, გათავისუფლების მიზეზად შტატის გაუქმება დაასახელა. ყაზიშივილი მიღებულ შეთავაზებაზე უარს ამბობს, სააგენტოში კი გრძელვადიანი ხელშეკრულების საკითხს ამ ეტაპზე არ განიხილავენ. მხარეები ერთმანეთის პირისპი ხვალ 11 საათზე ისევ წარსდგებიან. სწორედ ამ სასამართლო პროცესზე გაირკვევა, მორიგდებიან თუ კვლავ გაგრძელდება დავა უფლებების დასაცავად.

https://soundcloud.com/vxjkqt4byjwr/ct0xmpadqp3w

Read 2603 times Last modified on Last modified on თებერვალი 15 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი