Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018 15:19

საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის წლიურმა შემოსავალმა 74 188 ლარი შეადგინა

Rate this item
(0 votes)

საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის წლიურმა შემოსავალმა 74 188 ლარი შეადგინა, - ეს ინფორმაცია დავით რაზმაძის მიერ 12 თებერვალს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია მოცემული.

დოკუმენტის თანახმად, შემოსავლის წყაროებს საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი (23 440.48 ლარი) და ბინების გაქირავებიდან აღებული თანხა (50 747.62 ლარი) წარმოადგენს.

ssss

საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახი 7 ობიექტის მფლობელია. მათგან თავად დავით რაზმაძის სახელზე მხოლოდ ერთი - მისი ნაკვეთია - რეგისტრირებული.

საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 12 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ოჯახის საკუთრებაშია 3 მიწის ნაკვეთი, 2 არასაცხოვრებელი ფართი, 1 ბინა და 1 საცხოვრებელი სახლი.

ქონების შესაძენად ოჯახს 16 000 ლარი აქვს დახარჯული. უძრავი ქონების ნაწილი - მემკვიდრეობით, ნაწილი კი 1992 წელს, სახელმწიფო პრივატიზაციის გზით აქვს მიღებული.

sak

Read 2044 times