ჩამსხვრეული მინები და ჩამოვარდნილი კარები - გორში სპორტული ობიექტი ისევ დააზიანეს

თებერვალი 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, მინი სპორტული მოედანი ისევ დააზიანეს.

 სტადიონის მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ობიექტი კაპიტალური რეაბილიტაციის შემდეგ 2017 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ - მა საფეხბურთო კლუბმა "გორი, 2017 წლის შემდეგ აღნიშნულ მოედანს უკვე რამდენჯერმე ჩაუტარა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

51705702 3024924634191682 9091247989447458816 ndsaxzczx

"გორის მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბის "გორი" არაერთი მიმართვის მიუხედავად, ისევ გრძელდება ქალაქში არსებული საზოგადოებრივი ობიექტების მიმართ მოსახლეობის ინდიფერენტული დამოკიდებულება", - აცხადებენ მერიაში.

მე-5 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებული მოედანი დამხმარე ნაგებობებთან ერთად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, 2017 წელს მოეწყო. სამუშაოების ღირებულებამ 1 300 000 ლარი შეადგინა.

Read 1079 times Last modified on Last modified on თებერვალი 13 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი