Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 12 თებერვალი 2019 22:47

გორის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

Rate this item
(0 votes)

გორის რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს - რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, ამ პოსტზე იოსებ მურადაშვილი დაინიშნა.

წყაროს ცნობით, მურადაშვილი სამმართველოში გუშინ მივიდა და ახალ პოსტზე მუშაობას შეუდგა; ის კასპის პოლიციიდან გადმოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, 1979 წელს დაბადებული იოსებ მურადაშვილი წარმოშობით ქარელიდანაა. 

ინფორმაციისთვის, 1-ელ თებერვალს რადიო "მოზაიკა" წერდა, რომ "გორის სამმართველოს არც უფროსი და აღარც უფროსის მოადგილე ჰყავს". 

2018 წლის აგვისტოში, გორის სამმართველოს მაშინდელი უფროსი ირაკლი ჭედიშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ გადავიდა.  გორის სამმართველოს უფროსის მოვალეობას კი, თითქმის ექვსი თვე, ლექსო სუხიშვილი ასრულებდა. 

 

Read 3167 times Last modified on ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019 00:04