Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 12 თებერვალი 2019 20:09

"არავინ დაიჯერებს, რომ ისევ ქალიშვილი ვარ" - ქალი ყოფილ ქმარს გორის სასამართლოში უჩივის

Rate this item
(0 votes)

"ქალიშვილობა ჩავაბარე და კომპენსაცია მეკუთვნის", - გორში მცხოვრებმა 50 წლამდე ასაკის ქალმა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ გორის სასამართლოში სარჩელი შეიტანა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ მეუღლესთან სქესობრივი კავშირი არ ჰქონია. 

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, ქალი, რომელსაც ქმარი ქორწინებიდან 2 კვირის შემდეგ გაშორდა, ფსიქოლოგიურ ტრავმაზე საუბრობს. წყაროს ცნობით, ქალი ამბობს, რომ ქმართან დაშორების გამო, დაზარალებულია და კომპენსაცია ეკუთვნის. 

ყოფილმა ქმარმა სარჩელის შესაგებელში აღნიშნა, რომ მეუღლესთან სქესობრივი კავშირი არ ჰქონია. მისმა ადვოკატმა ექსპერტიზა მოითხოვა. ექსპერტიზაზე ქალმა უარი განაცხადა, შემდგომ პროცესზე კი ქმრის სიტყვები დაადასტურა. 

"სასამართლო აუცილებლად უნდა შედგეს, რადგან არავინ დამიჯერებს, რომ ისევ ქალიშვილი ვარ", - თქვა ქალმა. 

საქმეს გორის რაიონული სასამართლო განიხილავს. 

Read 3033 times