გორელი მოჭიდავეები მსოფლიო რეიტინგებში I და II ადგილებზე არიან

თებერვალი 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ძიუდოს მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი რეიტინგები გამოაქვეყნა - გორელი მოჭიდავეები მოწინავე პოზიციებზე არიან.

პარიზის გრანპრის შემდეგ, გამოქვეყნებულ რეიტინგში, საკუთარ წონაში ლაშა შავდათუაშვილი - მეორე ადგილს, ვაჟა მარგველაშილი კი პირველ ადგილს იკავებს. 

რეიტინგის ტოპ-ათეულში სულ შვიდი ქართველია -  ხუთი მათგანი საქართველოს სახელით ასპარეზობს: ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი. ორი კი, ქართული სკოლის აღზრდილი, ოღონდ უცხო ქვეყნის სახელით მოასპარეზე: ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი) და რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი).

Read 529 times Last modified on Last modified on თებერვალი 13 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი