Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 12 თებერვალი 2019 11:56

გორელი ჟურნალისტები სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად მედიის როლზე მსჯელობენ

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში მიმდინარეობს შეხვედრა, რომელსაც ადგილობრივი ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ესწრებიან.

საუბრის თემა საქართველოში არსებული პოლიტიკურ მდგომარეობას და პოლიტიკური პარტიების გარშემო ორ ნაწილად გახლეჩილ საზოგადოებას ეხება. 

ორგანიზატორების განმარტებით, შეხვედრის მონაწილეებს გააჩნიათ სათანადო რესურსი იმისთვის, რომ რეალური წვლილი შეიტანონ ამ პრობლემის მოგვარებაში.

"ერთად განვიხილავთ რეგიონში არსებულ მედია პოლარიზაციას და მოვძებნით გადაჭრის გზებს", - აცხადებს იურისტი ქეთი ბებიაშვილი. 

განსახილველ საკითხებს შორისაა: 

  • მედია პოლარიზაცია რეგიონში;
  • მედიის როლი და არჩევანი;
  • ადგილობრივი მედიის როლი პოლარიზებულ დემოკრატიებში;
  • მედია მდგრადობა და მენეჯმენტი პოლარიზებულ მედიასისტემებში;
  • მედია სტანდარტები - დაზღვევა პოლარიზაციისგან.

მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრები გორის შემდეგ საქართველოს კიდევ 5 ქალაქში ჩატარდება.

პროექტს Democracy Reporting International, ფორსეტთან და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

Read 696 times Last modified on სამშაბათი, 12 თებერვალი 2019 12:00