გორში არასრულწლოვნებმა 1 ფეიბოქსი გაქურდეს და მეორის გატეხვა სცადეს

თებერვალი 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, სტალინის ქუჩაზე, 2 არასრულწლოვანმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდა.

შს სამინსიტროს ცნობით, ორივემ ჩადენილი დანაშაული აღიარა.

2001  წელს დაბადებულმა ლ. ო - მ და 2004 წელს დაბადებულმა გ.რ. - მ ქალაქის ცენტრში, სტალინის ქუჩაზე მდგარი ფეიბოქსი გატეხეს, თანხა მიითვისეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მათი ვინაობის დადგენა, შსს ცნობით, სამართალდამცველებმა მალევე შეძლეს.

იმავე ღამეს გორში ქურდობის მცდელობის ფაქტიც მოხდა -  არასრულწლოვნებმა ამჯერად თბილისის ქუჩაზე არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადეს. 

გამოძიება საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Read 635 times Last modified on Last modified on თებერვალი 09 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი