Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 09 თებერვალი 2019 13:19

გორში მანქანა მოიპარეს

Rate this item
(0 votes)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მანქანის ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი ამხილა.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა გორში, თარხნიშვილის ქუჩაზე, 1949 წელს დაბადებული უ.თ.-ს კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანა მოიპარეს და მიმალვას ცდილობდნენ.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მოპარული მანქანა გორის მისადგომებთან შენიშნა და დაუყოვნებლივ შეაჩერა. 

ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი: 2003 წელს დაბადებული გ.ბ. და 2004 წელს დაბადებული გ.ხ. ამხილეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

Read 1179 times Last modified on შაბათი, 09 თებერვალი 2019 13:24