Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 08 თებერვალი 2019 19:47

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია "ევროპული შენება" იშლება

Rate this item
(0 votes)

ფრაქცია "ევროპული შენების" წევრი კახა ბურჯანაძე, რომელიც საკრებულოში პარტია "ევროპული საქართველოდანაა", ფრაქციას ტოვებს.

ამ გადაწყვეტილების  შესახებ, მან რამდენიმე წუთის წინ  განაცხადა. ეს იმას ნიშნავს, რომ საკრებულოში არსებულ 8 ფრაქციას ერთი გამოაკლდება, რადგან თვითმმართველობის კოდექსით ფრაქციას არანალებ 3 წევრი უნდა ჰყავდეს.

ფრაქციის "ევროპული შენება" თავმჯდომარემ ზვიად საბანაძემ რაამდენიმე თვის წინ პარტია "ევროპული საქართველო" დატოვა, მისი მოადგილე კი ფრაქციაში ბადრი ნანეტაშვილი, საკრებულოში შენების მოძრაობიდანაა. "ევროპულ საქართველოს" საკრებულოში მეტი წევრი არ ჰყავს. შესაბამისად, ამ პარტიიდან ფრაქციაში კახა ბურჯანაძეს ვერავინ ჩაანაცვლებს.

თვითმმართველობის კოდექსის 30-ე მუხლის მიხედვით, ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება აქვთ, გაერთიანდნენ მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაქციაში (ასეთი ფრაქცია შეიძლება შექმნან ორი ან მეტი პარტიის წევრებმაც).

საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ  მუნიციპალიტეტის საკრებულოს უპარტიო წევრს უფლება აქვს, გაერთიანდეს მხოლოდ ამ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიების მიერ შექმნილ ერთ-ერთ ფრაქციაში. არჩევნებში მონაწილე პარტიის წარდგენით არჩეულ უპარტიო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება აქვს გაერთიანდეს ფრაქციაში მხოლოდ ამ პარტიის წევრებთან ერთად.

Read 1930 times Last modified on პარასკევი, 08 თებერვალი 2019 21:35