Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018 10:45

საბავშვო ბაღების პედაგოგების ხელფასების საკითხს მერია განიხილავს

Rate this item
(0 votes)

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გორის მერიას საბავშო ბაღების პედაგოგების ხელფასების გაზრდას ახლა უკვე ოფიციალურად სთხოვს.

საკრებულოს წევრმა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობიდან, ვასილისა ჯაბახიძემ კონსტანტინე თავზარაშვილის სახელზე განცხადება კანცელარიაში უკვე დაარეგისტრირა.

განცხადებაში მითითებულია, რომ პედაგოგების ხელფასის 50 ლარით გაზრდისათვის თვეში მხოლოდ 48 ათასი ლარის მოძიებაა საჭირო. პარტიაში მიიჩნევენ, რომ მერიას ამის ფინანსური რესურსი აქვს.

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სულ 967 ადამიანია დასაქმებული. აქედან 370 პედაგოგია. რომელთა სახელფასო ანაზღაურება 240 ლარით განისაზღვრება. ძიძებისა და ტექნიკურ მოსამსახურეთა რაოდენობა კი 597 ადამიანს შეადგენს. მათი ხელასი შესაბამისად 200 და 100 ლარია.

"სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული თანამდებოებრივი სარგოები მიზერულია და არ შეესაბამება მათ მიერ გაწეულ შრომას. ეს ადამიანები საპასუხისმგებლო საქმეს ეწევიან და ჩვენ ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ მათი ხელფასების გაზრდის ინციატივას", - განაცხადა ვასილისა ჯაბახიძემ

Read 2987 times Last modified on ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018 11:03