Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 08 თებერვალი 2019 13:59

სასწრაფომ "გორმედში" კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი 30 წლამდე ქალი მიიყვანა

Rate this item
(0 votes)

სასწრაფომ "გორმედში" კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი 30 წლამდე ქალი მიიყვანა. 

არსებული ინფორმაციით, დაზარალებული გორში ბორჯომის საავადმყოფოდან გადმოიყვანეს.

ის ამ დრომდე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილობეში რჩება.

"გორმედის" ადმინისტრაციის თქმით, ჩატარებული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი რჩება. 

,,კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. მას აღენიშნებოდა ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, მუცლის დახურული ტრავმა, მკერდის დახურული ტრავმა ფილტვების დაჟეჟილობით, მცირე მენჯის მოტეხილობა,  ასევე მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა მარცხნივ დიდი ზომის რეტროპერიტონიალური სისხლჩაქცევით, აღენიშნებოდა თავის ტვინის მძიმე შეშუპება. პაციენტს ჩაუტარდა ორმხრივი დეკომპრესიული ტრეპანაცია, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე“, - განაცხადა ,,გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა, რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ყაზაიშვილმა.

30 წლამდე ქალი ბაკურიანში მომხდარი ავარიის დროს დაშავდა. მას და მის თანმხლებ მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა. ისინი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. 

Read 2359 times Last modified on პარასკევი, 08 თებერვალი 2019 14:09