გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობას დღეს დატოვებს

თებერვალი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, გორის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თემურ მანველიშვილი თანამდებობას დღეს დატოვებს.

სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ განცხადება მან დღეს დილით დატოვა. 

თემურ მანველიშვილმა გათავისუფლება გორის მერს უკვე მეორედ სთხოვა. თავდაპირვალად, მან კოტე თავზარაშვილს თანამდებობის დატოვების შესახებ თხოვნით იანვარში მიმართა. გორის მერმა მისი პირველი განცხადება იმ მოტივით არ დააკმაყოფილა, რომ მანველიშვილს შესაძლოა აზრი შეეცვალა.

"განცხადება დაწერა, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში. მე ამ განცხადებას რეზოლუციას არ დავადებ მომავალი 14 დღის განმავლობაში, რადგან მანველიშვილს არ უთხოვია თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება. შესაბამისად, მან შეიძლება გადაიფიქროს და დარჩეს ამ თანამდებობაზე", - გვითხრა მაშინ კონტანსტინე თავზარაშვილმა

ამავე თემაზე:  გორი მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა

Read 772 times Last modified on Last modified on თებერვალი 08 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი