Back to Top
ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019 17:57

შიდა ქართლის პოლიცია მზა საკვებისთვის 5 თვეში 55 000 ლარს იხდის

Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი მზა კვების პროდუქტებით მომსახურების შესყიდვისთვის 55 000 ლარს გადაიხდის.

უწყებამ ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. მომსახურება ივნისამდე პერიოდს მოიცავს და ყოველდღიურად 14 - კაციანი ჯგუფის გამოკვებას გულისხმობს.

სახელშეკრულებო პირობების მიხედვით, კაცთა რაოდენობა და მიწოდების ადგილი ცვალებადია.

კვირის მენიუში შედის: ხილი, ცომეული, გარნირები, ცხელი კერძები, სალათები ცივი და ცხელი სასმელები.

კვების პროდუქტების მომზადება და ერთჯერადი კვებისათვის განკუთვნილ კონტეინერებში განთავსება უნდა განხორციელდეს ქალაქ გორში.

კვების ორგანიზაცია სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებს სრულად უნდა აკმაყოფილებდეს.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კვების პროდუქტების მომზადება ეკოლოგიურად სუფთა, ვარგისიანი, მაღალხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტებით.

პერიოდულად შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს მენიუს ჩამონათვლის ცვლილება პრეისკურანტის მიხედვით.

 

Read 1481 times Last modified on ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019 18:06