Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019 14:34

ადვოკატი: შვილზე სექსუალური ძალადობისთვის დაკავებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს

Rate this item
(0 votes)

შვილის მამართ სექსუალური ძალადობისთვის ბრალდებულის ადვოკატის, მარიამ ინდუაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

ადვოკატი ამბობს, რომ მამაკაცს ბრალი ორი მუხლის მიხედვით წაუყენეს.

"ის ბრალს აღიარებს ნაწილობრივ. ორი მუხლით აქვს ბრალდება წაყენებული. მეტი დეტალის თქმა არ შემიძლია ჯერჯერობით", - გვითხრა ადვოკატმა.

ამავე თემაზე: შვილზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი დაიცავს

სახაზინო ადვოკატის თქმით, ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის გამოსაკვლევად სასამართლო - ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჯერ არ დანიშნულა.

"სასამართლო - ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჯერ არ დანიშნულა. თუმცა, ველოდებით როდის დანიშნავენ", - განაცხადა მარიამ ინდუაშვილმა.

შვილის მიმართ ​სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი 19 მარტს გაიმართება. სხდომა, პროკურორის მოთხოვნით, დახურული იქნება.

შეგახსენებთ, ძალადობის შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში მოხდა.

Read 1071 times