Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019 13:17

გორში პოლიციამ შეცდომით სხვა პირი დააკავა და ბრალიც შეცდომით წაუყენა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში პოლიციამ შეცდომით სხვა პირი დააკავა - შსს მას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას შეედავა.

რუსეთის მოქალაქე ნ.კ. დაკავებიდან მალევე, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას პოლიციამ პასპორტი ჩამოართვა და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა, თუმცა ნ.კ.-მ შვეიცარიის საელჩოს დახმარებით, რუსეთიდან ახალი პასპორტი მიიღო და საქართველო უპრობლემოდ დატოვა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ პოლიციის მიერ დაკავებულ მამაკაცს საზღვარი უკანონოდ არ გადმოუკვეთავს და მისი დოკუმენტაციით სხვა პირმა ისარგებლა.

არსებული ინფორმაციით, ნ.კ.-ს მონაცემები სხვა პირმა გამოიყენა - მან პასპორტში საკუთარი ფოტოსურათი მოათავსა და საზღვარი ნ.კ-ს სახელით გადმოკვეთა. საქართველოში გარკვეული პერიოდის ყოფნის შემდეგ კი, უკან, რუსეთში დაბრუნდა.

ამის შემდეგ, ნ.კ.-მ მოისურვა საქართველოში ჩამოსვლა. საკუთარი პასპორტით შემოვიდა ქვეყანაში, თუმცა გორის მუნიციპალიტეტში იგი დააკავეს და საზღვრის უკანონო კვეთისთვის პასუხისგებაში მისცეს.

დაცვის მხარემ გამოითხოვა ვიდეო კადრები, რომელშიც ჩანს, თუ როგორ კვეთს, პოლიციის აზრით, ნ.კ. საზღვარს, თუმცა მოგვიანებით, ექპერტიზამ აჩვენა, რომ ვიდეო-კადრებში აღბეჭდილი პირი ნ.კ. არ არის.

საქმეზე გამოძიება 2016 წელს დაიწყო. მას ახლა უკვე მინდობით ადვოკატი ნინო შავშიშვილი წარმართავს და გორის რაიონული სასამართლო განიხილავს.

Read 5591 times Last modified on პარასკევი, 08 თებერვალი 2019 11:32