ბაღის მასწავლებლის ხელფასი - გაზრდის მოთხოვნები და პასუხები

თებერვალი 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ბაღის მასწავლებლები ანაზღაურების მომატებას ითხოვენ. მათი თქმით შესრულებულ სამუშაოებთან შედარებით ხელფასი შეუსაბამოა. რამდენად შესაძლებელია თუ არა ადგილობრივ დონეზე მათი მოთხოვნების გათვალისწინება, ამის გარკვევას რადიო "მოზაიკა" ცდილობდა. 

ასმათ ინდუაშვილის ხელფასი 200 ლარს შეადგენს. ის საბავშვო ბაღის პედაგოგია და მისი სამუშაო დღე 9 საათს გრძელდება. ამბობს, რომ მის ჯგუფში 32 სკოლამდელი ასაკის ბავშვია. კვირაში 45 საათს მუშაობს და შაბათ-კვირას ისვენებს

ბაღის ფსიქოლოგ ნათია ჩუგოშვილის ხელფასი კი 100 ლარია. ის ფსიქოლოგია და კვირაში სამი დღე მუშაობს. მისი თქმით, სახელფასო ანაზღაურება შესაბამისი არაა, რადგან საბავშვო ბაღში მუშაობა ცოდნას, ენერგიას და პასუხისმგებლობას მოითხოვს.

საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებს მიაჩნიათ, რომ პედაგოგების ხელფასი მათი შრომის ადეკვატური უნდა იყოს. მათი თქმით, დაბალმა ხელფასმა შესაძლოა პედაგოგების მოტივაციაზეც იმოქმედოს.

პედაგოგების დაბალი ხელფასი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მსჯელობის საგანი არაერთხელ გამხდარა. საკრებულოს დეპუტატებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მიაჩნიათ, რომ პრობლემა მარტივად მოგვარდება თუ მერია ადმინისტრაციულ ხარჯს შეამცირებს. გამოთავისუფლებული თანხით კი მერიას საშუალება ექნება, პედაგოგების ხელფასი მინიმუმ 50 ლარით გაზარდოს.

 

საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოში იმედოვნებენ, რომ პედაგოგების ხელფასების გაზრდა შესაძლოა იმ ახალი სტანდარტების ამოქმედებას მოჰყვეს, რომელიც "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონშია გაწერილი. გორის მერიაში კი ამბობენ, რომ ამ ცვლილებების განსახორციელებლად გარკვეული დროა საჭირო.

იურისტები ამბობენ, რომ პედაგოგების ხელფასების გაზრდისათვის იურიდიული პრობლემა არ არსებობს. ამისათის საჭიროა მხოლოდ შესაბამისი თანამდებობის პირთა ნება და ფინანსები

ახალი დადგენილებით კი, საბავშვო ბაღებში აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსის მოსაპოვებლად მსურველებს სხვადასხვა კრიტერიუმის, მათ შორის, უმაღლესი განათლების ცენზის დაკმაყოფილება მოუწევთ. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენით მოემატებათ ხელფასი აღმზრდელ-პედაგოგებს – შესაბამისი ნორმატიული აქტი მთავრობას ჯერ არ დაუმტკიცებია.

Read 3923 times Last modified on Last modified on თებერვალი 14 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი