Back to Top
ოთხშაბათი, 14 თებერვალი 2018 19:30

აჩაბეთის ციხეზე ოსური დროშა აღმართეს

Rate this item
(0 votes)

რუსულ პროპაგანდაზე საუბრობენ დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილები. მათი პროტესტი ამჯერად აჩაბეთის ციხეზე აღმართულმა ოსურმა დროშამ გამოიწვია. ფაქტების დამახინჯება, მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ქართული კვალის წაშლა - ასე აფასებენ იძულებით გადაადგილებული პირები ოკუპირებულ ტერიტორებზე განვითარებულ მოვლენებს და ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვენ.

 

სოფელში, სადაც ნონა ჭულუხაძემ ბავშვობა გაატარა, დღეს ოსური დროშა ფრიალებს. კონკრეტულად კი, როგორც თავად ამბობს, ისტორიული წარსული აჩაბეთის ციხეს დაუმახინჯეს.

აჩაბეთის ციხეზე ოსური დროშის გამოჩენა ამ სოფლიდან დევნილი ლელასთვისაც შემაშფოთებელი აღმოჩნდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საკუთარი სახლის ნანგრევების აღმოჩენას ინტერნეტის საშუალებით ცდილობს და მიმდებარე ტერიტორიის ამსახველი ფოტო მასალის გავრცელებასაც თვალს აქტიურად ადევნებს.

რუსულ-ოსური მედიით დეზინფორმაციის გავრცელებას სხვა დევნილებიც ეხმაურებიან. ნანა კახნიაშვილის შეფასებით ადგილი აქვს ისტორიული ფაქტების დამახინჯებას.

ლიახვის ხეობელი რევაზ კახნიაშვილი კი ფიქრობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაფიქსირებული მსგავსი შემთხვევების აღკვეთის მიზნის პროცესში ქართული მხარის მოთხოვნის შედეგად, საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა ჩაერთონ.

ოსური მედიით აჩაბეთის ციხეზე ოსური დროშის აღმართვის ამსახველი ფოტოს გავრცელებას, ხეობელი ისოტიკოსებიც აფასებენ. მათი ინფორმაციით, ცხინვალის რეჟიმი, რუსული მხარის გავლენის საფუძველზე, პროპაგანდას ახალ თაობაში ეწევა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფლებში, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსული მხარე ქართული კვალის გაქრობას სხვადასხვა გზით ცდილობს. იძულებით გადაადგილებული პირები ქართულ მხარეს აღნიშნული პროპაგანდის შეჩერების მიზნით, საჭირო ზომების მიღებას სთხოვენ.

Read 1844 times Last modified on ოთხშაბათი, 14 თებერვალი 2018 20:47