Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 14 თებერვალი 2018 16:52

ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

Rate this item
(0 votes)

"დაშავებული მოზარდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - აცხადებს სამედიცინო ცენტრ „გორმედის" მორიგე ექიმი დავით გასიტაშვილი.

მისივე ცნობით, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების ჩატარების შემდეგ სამივე მოზარდს სტაციონარიდან გაწერენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გორში მსუბუქი ავტომობილი სამ ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა შინდისის გზატკეცილზე მოხდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება 176-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ანექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

Read 1886 times