პოლიციას 6 თვე დასჭირდა მამაკაცისათვის შვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდების წასაყენებლად

თებერვალი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის პოლიციის თანამშრომლებს 6 თვე დასჭირდათ 38 წლის მამაკაცის დასაკავებლად, რომელსაც საკუთარ შვილზე სექსუალურ ძალადობაში ამხელდნენ.

ფაქტის  მეჯვრისხევის პოლიციის განყოფილებამ ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, თუმცა გამომძიებლებმა მამაკაცის დაკავება მომხდარიდან მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ გადაწყვიტეს.

მეჯვრისხევის პოლიციის თანამშრომლებისთვის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტის შესახებ დაზარალებულის მეგობრისგან გახდა ცნობილი. ის ექვსი თვის წინ დახმარების სათხოვნელად თავად მივიდა პოლიციის განყოფილებაში.

რადიო "მოზაიკა" მომხდარის შესახებ ჯერ კიდევ იანვარში წერდა. შსს პრესსამსახურში მომხდარი არ დაუდასტურეს.

საერთოდ, იძიებდა თუ არა გორის და მეჯვრისხევის პოლიციის განყოფილება სექსუალური ძალადობის შესახებ საქმეს, "მოზაიკამ" ამ კითხვით შსს წერილობით მიმართა. უწყებაში მხოლოდ ის გვიპასუხეს, რომ კრიმინალური სტატისტიკის შესახებ ანგარიშს კვარტლის ბოლოს გამოაქვეყნებდნენ.

​​სოფელში ამბობენ, რომ ფაქტზე რეაგირება, 23 იანვარს რადიო "მოზაიკას" მიერ ინფორმაციის გასაჯაროებას მოჰყვა. 

რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით მამაკაცი 10 დღის წინ დააკავეს, თუმცა ამჯერადაც, შსს-მ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გაასაჯაროა, რაც რადიო “მოზაიკამ” მათ დაკავების შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვა

Read 801 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი