გოგონა, რომელზეც მამამ იძალადა, მშობლებმა მე-9 კლასიდან გაიყვანეს

თებერვალი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გოგონა, რომელიც ოჯახში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, მშობლებმა მე-9 კლასიდან გაიყვანეს. 

რადიო "მოზაიკა" ამის შესახებ სკოლის დირექტორს ესაუბრა. როგორც ის ამბობს, გოგონამ სწავლა მშობლების განცხადების საფუძველზე შეწყვიტა. 

"აცდენდა ხოლმე გაკვეთილებს, ამიტომ დავიბარეთ მისი მშობლები და მათ დაწერეს განცხადება. ამის მერე სამინისტროსაც ვაცნობეთ ამის თაობაზე და ეს ბავში ჩვენთან აღარ ირიცხებოდა", - გვითხრა სკოლის დირექტორმა. 

მამის მხრიდან გოგონაზე სექსუალური ძალადობის შესახებ სამართალდამცველებმა ზაფხულში შეიტყვეს. მეჯვრისხევის პოლიციას ამის შესახებ მსხვერპლის მეგობარმა აცნობა.  ფაქტზე გამოძიებაც ამავე განყოფილებამ დაიწყო. 

პოლიციამ ფაქტის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს აცნობა, რომელმაც გოგონა ოჯახიდან  საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანა.  

გოგონას მამა 6 თვე თავისუფალი იყო. 38 წლის მამაკაცი ფაქტის გახმაურების შემდეგ, 10 დღის წინ დააკავეს - 23 იანვარს რადიო "მოზაიკამ" მომხდარის შესახებ დაწერა, თუმცა მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა. 

დღეს კი უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ:

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2017 წელს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა, რასაც დაკავებული ო.მ.-ც აღიარებს."

დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Read 2001 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი