გელა კაპანაძე: კულტურის სააგენტოში საკადრო ცვლილებებს არ გამოვრიცხავ

თებერვალი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი საკადრო ცვილებებს არ გამორიცხავს.

ამის შესახებ გელა კაპანაძე რადიო “მოზაიკას“ ესაუბრა.

“გარკვეული დრო მჭირდება, რომ კარგად გავერკვე აქ არსებულ სიტუაციაში და ალბათ, საკადრო ცვილებებიც იქნება. როცა მოვედი მაშინვე დავაანონსე ამის შესახებ. კონკრეტულად, როდის დაიწყება ეს პროცესი, ჯერ არ გადამიწყვეტია. შესასწავლი მაქვს შტატები, რაოდენობა, საჭიროება და ასე შემდეგ. არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს თანამშრომელთა შემცირებაც“, - განაცხადა გელა კაპანაძემ.

გელა კაპანძე კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელად ერთი კვირის წინ დაინიშნა.

მანამდე ის გორის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.

Read 669 times Last modified on Last modified on თებერვალი 05 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი