Back to Top
ორშაბათი, 04 თებერვალი 2019 23:11

სუს: რუსმა სამხედროებმა ნიქოზში სასულიერო პირი დააკავეს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზთან  ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი (დურგლიშვილი) დააკავეს.

აღნიშნულ ფაქტი რადიო "მოზაიკას" საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა დაუდასტურა. სუსის ინფორმაციით სასულიერო პირი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებითაა, დაკავებული, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. 

ეპარქიის ინფორმაციით,  ამ დროისთვის დაკავებული მღვდელი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ადგილობრივებბის ინფორმაციით, მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და სასულიერო პირი დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა გაქცევა შეძლეს.

მერის წარმომადგენელი ნიქოზის თემში, გიორგი ლაზარაშვილი, აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობს. 

 

 

Read 2094 times Last modified on სამშაბათი, 05 თებერვალი 2019 11:01