გორში მაღაზიის გამყიდველს ტელეფონი გასტაცეს - პოლიციამ 50 წლის მამაკაცი დააკავა

თებერვალი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ა.ჯ., იძულების ბრალდებით, გორში დააკავეს. - ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში შევიდა, იძულების გზით დაეუფლა მოლარე ოპერატორის - 1994 წელს დაბადებული ხ.ს.-ს კუთვნილ სამსახურებრივ მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ა.ჯ.-ს მიერ უკანონოდ მოპოვებული ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიების დასრულების შემდეგ, მობილური ტელეფონი მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.

გამოძიება იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

Read 747 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი