Back to Top
ორშაბათი, 04 თებერვალი 2019 17:51

39 წლის მამაკაცმა 20 წლის გერი სცემა - პოლიციამ ის დააკავა

Rate this item
(0 votes)

39 წლის მამაკაცმა 20 წლის ახალგაზრდას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინიტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1979 წელს დაბადებული ლ.ვ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, გორში დააკავეს. 

სამინისტროს ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაიჭირეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გერს - 1998 წელს დაბადებულ გ.ხ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩადენილი დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Read 761 times Last modified on ორშაბათი, 04 თებერვალი 2019 17:58