Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 04 თებერვალი 2019 14:40

ე.წ. მესაზღვრეებმა იანვარში 44 ადამიანი დააკავეს - ჯარიმის სახით მათ 59 000 რუბლი გადაიხადეს

Rate this item
(0 votes)

"ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 2019 წელს დე ფაქტო სასაზღვრო სამსახურმა 44 ადამიანი დააკავა", - ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახური ავრცელებს.

დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულთაგან 24 ადამიანი დააჯარიმეს, 3 ოკუპირებული რეგიონიდან გააძევეს, 9 - გაათავისუფლეს სანქციების გარეშე, ხოლო ერთ ადამიანზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

დე ფაქტო უწყების ცნობით, საერთო ჯამში, ე.წ. საზღვრის დამრღვევებმა 59 ათასი რუბლი გადაიხადეს.

Read 941 times