გორის სამმართველოს არც უფროსი და აღარც უფროსის მოადგილე ჰყავს

თებერვალი 01 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

6 თვეა, გორის რაიონულ სამმართველოს უფროსი არ ჰყავს, იანვარში კი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტიც ვაკანტური გახდა. 

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, გორის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ლექსო სუხიშვილმა თანამდებობა დატოვა და ის პროფესიულ საქმიანობას თბილისში აგრძელებს. 

ლექსო სუხიშვილი, ბოლო 6 თვის განმავლობაში, გორის რაიონული სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებდა. მას ეს უფლება-მოსილება ნახევარი წლის წინ განხორციელებული როტაციის შემდეგ დაეკისრა - აგვისტოში, გორის სამმართველოს მაშინდელი უფროსი ირაკლი ჭედიშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ გადავიდა. 

ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს გორის სამმართველოს უფროსის მოვალეობას - შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

ინფორმაციისთვის, როცა უწყებას უფროსი და  უფროსის მოადგილე არ ჰყავს, ხელმძღვანელობა რომელიმე ქვემდგომ პირს ევალება. ასეთი, ამ შემთხვევაში, რომელიმე განყოფილების უფროსი შეიძლება იყოს. 

 

 

 

Read 1689 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი