რა ქონებას ფლობს გორის მერის მოადგილე - მონაცემები ქონებრივი დეკლარაციიდან

თებერვალი 01 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ეკატერინე სუხიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია განაახლა. დოკუმენტში გასულ წელთან შედარებით მცირე ცვლილებებია, მათ შორის საჯარო მოხელის სახელზე რეგისტრირებულ უძრავი ქონების ნაწილში. 


დოკუმენტრის მიხედვით, ეკატერინე სუხიშვილი 2015 წელს, 38 000 დოლარად შეძენილი ბინის 100%-იანი წილის მესაკუთრეა. ამავე მისამართზე მას ავტოფარეხიც უფიქსირდება. გარდა ამისა, სუხიშვილს აქვს 2016 წელს 30 900 დოლარად შეძენილი 51,5 კვ მ ფართის ბინა ბაკურინში. 

დანარჩენი 8 ობიექტი, მათ შორის გორში, თბილისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები მეჯვრისხევში მერის მოადგილის დედ-მამის სახელზეა გაფორმებული.

ეკატერინე სუხიშვილს საქართველოს ბანკის ანგარიშზე ამ ეტაპზე 438 ლარი, ნაშთის სახით, უფიქსირდება.

2018 წლის 1 იანვრიდან 19 სექტემბრამდე, როგორც ასოცირებულ პროფესორს 8 750 ლარი აქვს მიღებული. ხოლო მერიიდან მიღებულმა მისმა თანამდებობრივმა სარგომ გასულ წელს 29 545 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, ეკატერინე სუხიშვილი შპს "ევრორეგიონალურ სასწავლო უნივერსიტეტში" 20%-იან წილს, ხოლო შპს საზოგადოებრივ კოლეჯში "ამაგი" 50%-იან წილს ფლობს. შემოსავალი მეწარმეობიდან მას 2018 წელს არ მიუღია. 

დოკუმენტის თანახმად, ეკატერინე სუხიშვილს გასულ წელს 8 631 ლარი გასავალი ჰქონდა. ამ თანხით მერის მოადგილემ 2017 წელს აღებული სესხი დაფარა.

Read 1866 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი