Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 01 თებერვალი 2019 15:25

ენმ: ბესელიას კადრებზე გორელი ახალგაზრდის დაკავება არის პროვოკაცია

Rate this item
(0 votes)

"ჩვენ ვგმობთ პირადი ცხოვრების გასაჯაროებას ნებისმიერი ფორმით, მაგრამ მიზანმიმართულად ხდება ჩვენი მხარდამჭერების ფეისბუქგვერდებზე ამდაგვარი ვიდეოების გამოგზავნა და შემდგომ ამ ხალხის დაკითხვის მიზნით გადაყვანა შსს- ში", - ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ბესელიას ფარული ჩანაწერების გავრცელებისთვის ახალგაზრდების დაკავებას.

ბადრი ბასიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულის გამო დაკავებულები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან არიან, მათ შორის ერთი გორელია.

"მოვუწოდებ ხელისუფლებას მოიკვლიონ და გამოავლინონ ის ადამიანები ვინც თავდაპირველად გაავრცელა ეს ვიდეოკადრები და ისინი დასაჯონ. სავარაუდოდ უამრავ ადამიანს დაეგზავნა ეს ვიდეოები სხვადასხვა "ფეიკ" გვერდებით და შეუძლებელია ვინც ნახა, ყველა იმ ადამიანის დაპატიმრება", - აღნიშნა ბადრი ბასიშვილმა.

Read 1616 times