Back to Top
პარასკევი, 01 თებერვალი 2019 12:16

გორის საბავშვო ბაღების თანამშრომლები მომატებულ ხელფასს თებერვლიდან მიიღებენ

Rate this item
(0 votes)

"საბავშვო ბაღების აღმზრდელები მომატებულ ხელფასს თებერვლიდან აიღებენ", - ამის შესახებ რადიო “მოზაიკას“ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა აცნობა.

ლია კოვზიაშვილის თქმით, ხელფასის რაოდენობის ცვლილება ყველა საბავშვო ბაღს არ შეხებია. 

ეს ცვლილება შეიძლება ყველა ბაღს არ შეეხო, რადგან ხელფასების მატება დამოკიდებულია ბავშვების კონტიგენტზე, თუ ბევრი ბავშვი ჰყავთ - მოემატათ, თუ არ ჰყავთ ბევრი ბავშვი, ისევ ის ხელფასი დარჩათ. აღმზრდელებს და აღმზრდელის თანაშემწეებს ყველას მოემატა. ჩვენი საშტატო ნუსხა დამტკიცდა 18 იანვარს. ამ დროიდან შეიცვალა ხელფასების რაოდენობაც. თებერვლის თვეში ჩვეულებრივად მიიღებენ მომატებულ, ახალი საშტატო ნუსხით დამტკიცებულ ხელფასს“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა

ახალი საშტატო ნუსხის მიხედვით, საბავშო ბაღების აღმზრდელებსა და აღმზრდელის თანაშემწეებს განსხვავებული ხელფასი აღარ ექნებათ.

Read 839 times Last modified on პარასკევი, 01 თებერვალი 2019 12:20