ხურვალეთში ახალგაზრდებისთვის სავარჯიშო სივრცე მოეწყობა

იანვარი 30 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში მცხოვრებ სპორტსმენს (კუდოს მებრძოლი) რაულ თუთარაულს, რომელმაც ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა,  დღეს შიდა ქართლის გუბერნატორმა უმასპინძლა. შეხვადრაზე თეთარაულის მწვრთნელიც იმყოფებოდა.

გიორგი ხოჯევანიშვილმა მათ წარმატება მიულოცა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. დღევანდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ დაგეგმილია სოფელ ხურვალეთში სპორტული დარბაზის მოწყობა, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდები ვარჯიშს და სპორტული ღონისძიებების მოწყობას შეძლებენ.

"კონფლიქტის ზონაში აქტიური სპორტსმენები გვყავს და სწორედ ამ მიზნით, რომ ხელი შევუწყოთ მათ მოტივაციასა და წინსვლას, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სპორტის განვითარებისა და სპორტსმენების პირობების გასაუმჯობესებლად, სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით და მერიასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, მიღწეულია შეთანხმება, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში გადაეცემათ ფართი, სადაც ახალგაზრდები ვარჯიშს შეძლებენ. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია სპორტის ხელშეწყობა, მითუმეტეს, როდესაც ასეთი საამაყო სპორტსმენები გვყვავს, ჩვენი ვალია გვერდით დავუდგეთ და ხელი შევუწყოთ მათ სამომავლო განვითარებას", - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა სპორტსმენებთან შეხვედრისას.

Read 348 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი