გორის საბავშვო ბაღებში საკანცელარიო ნივთები პედაგოგებს სახლიდან მიაქვთ

იანვარი 30 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებისთვის გასულ წელს შეძენილი საკანცელარიო ნივთების მარაგი ამოწურულია, - ამ ინფორმაციას თავად სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი ადასტურებს.

ლია კოვზიაშვილის განმარტებით, აღნიშნული მიმართულებით ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა, ამ მიზნით კი წელს 50 000 ლარის გახარჯვაა დაგეგმილი.

“უკვე ვაცხადებთ ტენდერს, გათვალისწინებული გვაქვს ამისთვის 50 000 ლარი. ასე, რომ ძალიან მალე მოხდება საბავშვო ბაღებში საკანცელარიო ნივთების შეტანა. გასულ წელს 44 000 ლარი დავხარჯეთ ამ მიმართულებით“, - ამბობს ლია კოვზიაშვილმა.

ამ საკითხზე რადიო "მოზაიკა" რამდენიმე საბავშვო ბაღს დაუკავშირდა. პედაგოგები ამბობენ, რომ ვიდრე სააგენტო საჭირო ნივთებით მოამარაგებთ, ფერადი ქაღალდები, წებო, ფანქრები და სხვა საკანცელარიო ნივთები სახლიდან მიაქვთ. ზოგიერთი აღმზრდელი ამბობს, რომ საჭირო მასალებით უზრუნველყოფას სააგენტო ბაღებს იანვრისთვის დაპირდა, თუმცა თვის დასასრულს ამ დაპირების შესრულება ვერ შეძლო.

ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, საკანცელარიო ნივთების შესაძენად ტენდერი უახლოს პერიოდში გამოცხადდება.

2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დაფინანსებისთვის 7 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. გასულ წელს კი ეს თანხა 881 300 ლარით ნაკლებს შეადგენდა.

Read 782 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი