გორის კულტურის სააგენტოს ახალი უფროსი და მოადგილე ჰყავს

იანვარი 30 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის სააგენტოს დღეიდან გელა კაპანაძე უხელმძღვანელებს. მისი მოადგილე კი გია ქვათაძე იქნება.

"სააგენტოს არ ჰყავდა ხელმძღვანელი და ამიტომ მე ვასრულებდი მის მოვალეობას. დღეიდან კი, მისი მოადგილე ვიქნები", - უთხრა რადიო "მოზაიკას" გია ქვათაძემ.

სააგენტოს დირექტორის პოსტზე დღეს გორის ყოფილი ვიცე-მერი გელა კაპანაძე დაინიშნა.

ინფორმაციისთვის, გელა კაპანაძე გორის მერის მოადგილე 2017- 2019 წლებში იყო. მერიიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება მან მიმდინარე წლის იანვარში დაწერა.

   ამავე თემაზეგორის მერი ყოფილ მოადგილეზე: სამსახურის გარეშე არ დავტოვთ

რადიო "მოზაიკა" წერდა, რომ გელა კაპანაძე აღნიშნული ა(ა)იპ - ის ხელმძღვანელად დაინიშნებოდა, რასაც თავად ყოფილი ვიცე-მერი არც ადასტურებდა და არც უარყოფდა.

ამავე თემაზე: ყოფილი ვიცე მერი: ჩემი გეგმები მაქვს და არაფერს გამოვრიცხავ

Read 619 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი