Back to Top
ოთხშაბათი, 30 იანვარი 2019 15:02

გორის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსი სპორტის სააგენტოში გადაჰყავთ

Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსი სპორტის სააგენტოში გადაჰყავთ.

მერიის არქიტექტურის განყოფილების ხელმძღვანელმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ნონა ლურსმანაშვილი, რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში, საშუალო პოზიციაზე ინიშნება.

სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი პურიჭამიაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე კადრების განყოფილებაში კვლავ მსჯელობა მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება კი მან, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა უნდა მიიღოს.

პურიჭამიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ლურსმანაშვილმა ამჟამად დასაქმებული სხვა პირის პოზიცია დაიკაოს.

"ჯერჯერობთ გადაწყვეტილი არ არის, ზუსტად რა პოზიციას დაიკავებს ნონა ლურსმანაშვილი. გვაქვს ვაკანტური ადგილები და შესაძლოა რომელიმე მათგანზე დავნიშნოთ, თუ გავითვალისწინებთ რომ წელს სახელფასო ფონდი შემცირებულია, არ არის გამორიცხული, რომ ვინმეს ადგილზე ჩავანაცვლოთ", - აცხადებს გიორგი პურიჭამიაშვილი.

Read 732 times